საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.
გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით - ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან.
სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვითონკოლოგიურ კლინიკამდე გადაადგილდება. რის შემდეგაც, ამაშუკელის, დათუაშვილის და ავთო ვარაზის ქუჩებით დაუკავშირდება ფერმწერთა ქუჩას, მობრუნდება კვაჭაძის ქუჩის მიმდებარედ და მოძრაობას სოფელი თხინვალას მიმართულებით განაგრძობს. სოფელი თხინვალადან ონკოლოგიურ საავადმყოფოს მიმართულებით კი, ავთო ვარაზის, დათუაშვილის და ამაშუკელის ქუჩების გავლით იმოძრავებს. შემდეგ, სადგურის მოედნის მიმართულებით დადგენილი სქემის მიხედვით განაგრძობს გადაადგილებას.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.