სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა.
ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.