საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვდრისას საუბრის მთავარი თემა საქართველო-შვეიცარიის მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება იყო.
შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნით მოხარულია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.