ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
21-11-2022, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

 

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს.

 

განსახილველ საკითხთა შორის იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც კიდევ 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. საცხოვრებლები თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანში და ხაშურში მდებარეობს.


ამასთან, მთავრობის წევრებმა განიხილეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან. ასევე, კანონპროექტით გადაიხედება შემოსულობების პროცენტული განაწილება ქონებასთან მიმართებაში, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი ქონებიდან, რომელიც არის მათ ტერიტორიაზე.

 

სხდომაზე განიხილეს ასევე კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება.

პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, დაახლოებით 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ა. შ. პროექტის დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი