კახა კალაძე: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა
22-11-2022, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.

 


როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სასახლის ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი.

 


„პროექტი თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი. შენობის ფასადზე მოეწყო დეკორატიული მინათებები, კეთილმოეწყო სასახლის შესასვლელი და ტროტუარი. ამ დროისთვის, დასრულდა სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა ფართებისა და გარე ფასადის სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია ბ ბლოკის ფართებში სასწავლო სივრცეების მოწყობას სათანადო ავეჯითა და ტექნიკით უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს და 3000-მდე ბენეფიციარი სწავლას განახლებულ ბ ბლოკში განაგრძობს.

 


თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, ხოლო პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

 


„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები და უახლოეს ხანში დაიწყება პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია.მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტი 2020 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, დაახლოებით, 34 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, მერწმუნეთ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ძალიან შთამბეჭდავი პროექტი გამოვა, განახლებული გადაეცემა იქ მომუშავე ადამიანებს და მოემსახურება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობდა აღნიშნული სივრცით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი