კახა კალაძე: ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
22-11-2022, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, ანალოგიური პროექტები დედაქალაქში ინტენსიურად განხორციელდება.

 


„დასრულდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია. ტერიტორია იყო სრულიად მოუწესრიგებელი, მძიმე მდგომარეობაში. სამუშაოების შედეგად, სკვერი მთლიანად განახლდა და კეთილმოეწყო. ტერიტორიაზე არ არსებობდა საბავშვო სივრცე, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ფილები. რეაბილიტაციის ფარგლებშიკი, ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით, ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან დღეს ყველაზე მეტად მწვანე, რეკრეაციული სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და პირველ რიგში, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, დაისვენონ, განიტვირთონ, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


აღსანიშნავია, რომე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, დემონტაჟი ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარის შენობა-ნაგებობას, რითაც სკვერს დაუბრუნდა თავისი ტერიტორია და მწვანე საფარის მოცულობაგაიზრდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი