რუსული წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელიც საფრანგეთის სასამართლოს დაუსწრებლად ჰყავდა გასამართლებული და თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჰქონდა მისჯილი, დღეს საფრანგეთის პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას "ფრანს პრესი" ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ობიექტი ნებაყოფლობით გამოცხადდა პარიზის ჟანდარმერიაში, რის შემდეგაც დააკავეს. გაიდამაკი ერთ-ერთი ბრალდებული იყო გახმაურებულ "ანგოლაგეითის საქმეში" - რუსული იარაღის მიყიდვა ანგოლელი დიქტატორის დუშ სანტოსის რეჟიმისთვის 1993-98 წლებში და ამ გზით მილიონობით აშშ დოლარის გათეთრება. ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ვაჟი ჟან-კრისტოფიც იყო.
გამოძიების ვერსიით, ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ანგოლის რეჟიმის მეთაური ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში საფრანგეთში იარაღის დიდი პარტიის შესყიდვას აპირებდა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ ანგოლის ხელისუფლება ფრანგ ბიზნესმენს პიერ ფალკონს დაუკავშირდა, რომელმაც გაიდამაკთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ანგოლაში აღმოსავლეთ ევროპიდან იარაღის უკანონო შეტანას.
შეიარაღების ღირებულება 790 მილიონ დოლარს აღემატებოდა და მასში შედიოდა 150 ათასი ჭურვი, 12 ვერტმფრენი და ექვსი სამხედრო ხომალდი.
რუსული მედიის და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არკადი გაიდამაკი, საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია. გაიდამაკი და ივანიშვილი ბანკ "რასიისკი კრედიტის" აქციათა პაკეტებს ფლობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.