კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - ამაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, თუმცა ჩემი პოზიცია არის, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ყველამ აგოს პასუხი
22-11-2022, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს.

 


აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა დღეს მედიასთან ისაუბრა.

 


კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული იყოს.

 


„ვერ გეტყვით, შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში და ხარ პოლიტიკოსი და მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდებოდა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება იყო ბიზნესსექტორის მიმართ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მგონია, რომ ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ მიმართულებით, უნდა აგოს პასუხი. არავის არ სურს არა თუ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხელ სააკაშვილის, ასევე, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი