ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ააშენეს, რომელიც ადაპტირებულია შშმ ბავშვებისთვისაც.
შენობას აქვს კეთილმოწყობილი გარე და შიდა სივრცეები, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა სტანდარტი.
საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.