რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით, თურქეთს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. ჟირინოვსკის თქმით, თურქეთი მისი მეზობლების მიმართ კერძოდ სირიის და ერაყელი ქურთების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, ამ ქმედებების მიზანი კი ოსმალეთის იმპერიის აღდგენაა. ამის შესახებ ჟირინოვსკიმ LifeNews-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„თურქებს აწყობთ სირიის დაპყრობა, იმიტომ რომ ამჟამად იქ სახელმწიფო არაა და ისინი ცდილობენ მსუყე ლუკმა ჩაიგდონ ხელში. იქ ნავთობია, დიდი ტერიტორიები. თურქეთი ხშირად არღვევს სირიასთან საზღვარს და „ბოევიკებისგან“ კონტრაბანდულ ნავთობს იღებს. ერდოღანს უნდა სულთანი გახდეს, აღადგინოს გავლენა ყოფილ კოლონიებზე, თურქეთი ყველა ფრონტზე იბრძვის, ის კი ვინც ყველასთან თამაშს ცდილობს, საბოლოოდ აგებს“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.