კახა კალაძემ გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
25-11-2022, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 


დედაქალაქის მერმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მანვე ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც თბილისსა და მის დამეგობრებულ ქალაქ ზაარბრიუკენს შორის არსებობს.

 


„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობაა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ზაარბრიუკენთან, რომელიც თბილისის დაძმობილებული ქალაქია. ამ მიმართულებით მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოვიცვათ თანამშრომლობის მეტი სფერო. მადლობას გიხდით, ჩვენი ქვეყნის სახელით, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით დგახართ, მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ.

 


„ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, რომ ის ქვეყნები, რომელთაც არჩეული აქვთ დემოკრატიის, პლურალიზმის, თავისუფლების გზა, კიდევ უფრო განვითარდნენ. ახლა კიდევ გვაკავშირებს ერთობლიობა ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველოს აქვს სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანდეს. ეს ყველაზე კარგი გზაა, რათა ჩვენი ქვეყნები განვითარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე კონკრეტული პროექტების განხორციელებით, ერთად ვიაროთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობა. კაცობრიობის მომავალი ქალაქებში წყდება. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ცხოვრება ქალაქში იყოს მდგრადი“, - აღნიშნა ერნსტ პეტერ ფიშერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი