დედაქალაქის მერმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
25-11-2022, 19:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა.

 


კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.

 

 

„გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. პატარა დეტალები არის გასაკეთებელი, რომელსაც ხვალ მთლიანად დაასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან თვითონ ეს ბაღი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა განახლებას. თქვენ იცით, რომ აქ „ბურგერბარი“ იყო, რომელიც აღებულია და ამ ბარის ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყო, რითაც უფრო გაფართოვდა ბაღის არეალი. ერთადერთი, რაც დარჩა, არის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც თაბაშირითაა გაკეთებული და ბრინჯაოში ჩამოისხმება. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, რაც ჩვენი დაპირება იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.

 


განხორციელებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს.

 


გაწეულ სამუშაოებს, ასევე, ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი