თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს
26-11-2022, 07:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ - ამ სახელწოდებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს.

 


პროექტი, რომელიც bp-ს სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (ctc) თანამშრომლობით განხორციელდება.

 

 

პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რომელიც საშუალებას მისცემს, გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.

 


პროექტის წარდგენას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმშითბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

 


ღონისძიებაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, bp-ისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

 


„თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის. ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ილიას მუზეუმის რეაბილიტაცია. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმების გაერთიანებამ bp-სგან აღნიშნული გრანტი მოიპოვა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოხმარდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 


10-თვიანი სამუშაო პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას მისცემს ლაბორატორიას, გააფართოოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია-რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს;ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ორენოვანი აუდიოგიდის სისტემის დანერგვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს; თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციის, ასევე, ვიზიტორთა თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო ვიდეორგოლების დამზადება და მათი გავრცელების ხელშეწყობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი