ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. მოწესრიგდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, უღელტეხილi, ორბელის ტურისტული გადასახედის ჩათვლით. უღელტეხილი გასუფთავდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
აქცია მოეწყო ა/ა/იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით (ხელმძღვანელი მამუკა ჩიქოვანი). მასში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.