GUARDIAN.GE - ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, იტყობინება ბელარუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანზე, ანატოლი გლაზზე დაყრდნობით.
„რამდენიმე საათის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა... ჯერ კიდევ გუშინ, კვირის გეგმებს განვიხილავდით... დიდი დანაკლისია თოთოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა პრეს-მდივანმა.
ორშაბათს მაკეისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებების გამართვა იყო დაგეგმილი.
ვლადიმერ მაკეი 1958 წლის 5 აგვისტოს გროდნოს რეგიონში დაიბადა. მან მინსკის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. 2000-2008 წლებში ბელარუსის პრეზიდენტის თანაშემწე იყო, საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის აგვისტოში დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.