საქართველოს საპატრიარქო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი.
„ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
ამავე დროს, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის. ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.