პრემიერის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება
28-11-2022, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში.

 

 

„და ბოლოს კიდევ ერთი საკითხი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო. მოგეხსენებათ, ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე.

 

ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ ჩემი ინიციატივით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად.

 

ქვეყანაში შემოვიდა, გაჩნდა მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, ის გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი,“- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები: 2
#2   sheriyar
      
I have read all the comments and suggestions posted by the visitors for this article are very fine,We will wait for your next article so only.Thanks! 먹튀보증사이트
5 დეკემბერი 2022 20:32
#1   에볼루션먹튀
      
It was wondering if I could use this write-up on my other website, I will link it back to your website though.Great Thanks. 에볼루션먹튀
30 ნოემბერი 2022 20:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი