თბილისის მერია: თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება
28-11-2022, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდეარსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან5 დეკემბრამდე,სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება.

 


რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილებას მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით, ნიკოლაძის ქუჩის გავლით შეძლებენ. რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი კოსტავას ქუჩის გამოყენებით, მარცხნივ მოხვევით, მხოლოდ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

 


რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში, მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები, როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.

 

 

რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397, N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის საშუალებით, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე გადავლენ, შემდეგ კი მერაბ კოსტავას ქუჩით, დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

 

 

უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა არ იცვლება.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი