რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გაკეთებულ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა აღნიშნავს, რომ თურქეთს უფლება ჰქონდა დაეცვა თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა და რუსეთმა უნდა ისაუბრონ და მდგომარეობის დეესკალაცია მოახდინონ. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
გამოცემის თანახმად, ობამამ თქვა, რომ თუ რუსეთი კონცენტრირდება "ისლამურ სახელმწიფოზე", მაშინ მისი მხრიდან შეცდომის დაშვების მცირე შანსი იქნება. "პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ისლამურ სახელმწიფოზე" კონცენტრირების ნაცვლად რუსეთი ასადს ამაგრებს", აღნიშნა ობამამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.