თბილისში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება
29-11-2022, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზისკეთილმოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარი, ხოლო 600 გრძივ მეტრზე - ბორდიური.

 


ბოლო ეტაპის სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

 


„ზღვისუბანში კიდევ ერთ საგზაო პროექტსვასრულებთ.ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე, სადაც კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა,საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი დასახლებაა, სადაც გზის არარსებობის გამო გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, პროვაიდერმა კომპანიებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებიმოაწყვეს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

 


საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი