თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს
29-11-2022, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში სამუშაო ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების
ძალების დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ანდრე
ევრარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა
ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს
თავდაცვის ძალებისა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში
საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი
დაესწრნენ.

 


მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებულ
გამოწვევებსა და საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში
განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებსაც. საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების
ძალების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის
გაძლიერებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან თანამშრომლობის
განვითარების მზაობა გამოხატეს.

 


საქართველო და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამთო, საჰაერო
თავდაცვის, სამხედრო განათლების კუთხით მრავალი წელია ინტენსიურად თანამშრომლობენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი