საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.
მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მშობლიურ სკოლებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები სტუმრობენ და მოსწავლეებს
საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქალაქ ფოთში,
თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების
მიზნებსა და ამოცანებზე, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და
პრივილეგიებზე, სამხედრო სამსახურის ფორმებზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს
კონტრიბუციაზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სპიკერმა სამხედროებმა მოსწავლეებს
თავდაცვის ძალების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით
დატვირთული პრეზენტაციები წარუდგინეს.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში დასავლეთის, აღმოსავლეთის, წვრთნებისა და
სამხედრო განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიის მოქმედი ჯარისკაცები
დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს ეტაპობრივად ეწვევიან და
ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად
მიაწვდიან. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში
ვიზიტია დაგეგმილი. პროექტი „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო
სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს და ახალგაზრდების ცნობიერების
ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.