თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
29-11-2022, 23:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 


კონფერენციის თემატიკა ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ღონისძიების პირველი ნაწილი ეხებოდა ბესარიონ ნიჟარაძის გახსენებას, სადაც მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი.

 


კონფერენციის მეორე ეტაპზე, რომელიც სვანეთის ისტორიულ, ლინგვისტურ და ეთნოგრაფიულ საკითხებს შეეხებოდა, სხვა მომხსენებლებთან ერთად, აუდიტორიის წინაშე წარსდგა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, სამეცნიერო თემით "მედიაციის ინსტიტუტი სვანეთის ტრადიციულ ყოფაში".

 


ღონისძიება მოიცავდა ბესარიონ ნიჟარაძის ფოტოების გამოფენას და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი, როზეტა გუჯეჯიანი.
მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, კონფერენციაში მონაწილეობა იღუმენმა პეტრემ მიიღო.

 


აუდიტორიის წინაშე წარსდგა მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი "რიჰო".

 

 

ბესარიონ ნიჟარაძე მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადო მოღვაწეა (1852-1919). სასულიერო მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის ფსევდონიმებით.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი