მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება
30-11-2022, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში.

 


ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოსპარლამენტი, ცხოველთამონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობსკანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურგზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მსჯელობის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი აქვს, გაეცნოს აღნიშნულ კანონპროექტს. თუ რაიმე შესასწორებელია, შევასწროთ, თუ ცვლილებებია საჭირო, ერთად განვიხილოთ, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, კანონპროექტით რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნეს სუბიექტების - მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.

 

 

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლებაგამოვყოთ ინოვაციური მიდგომა ცხოველთა მიკვლევადობის მიმართულებით, რაც ცხოველთა მიტოვებას და მათ უკონტროლო გამრავლებას მაქსიმალურად გამორიცხავს. კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისას და ასევე, ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, მზადაა, ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყოს.

 


„მესმის, რომ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება ეს ყველაფერი და არ მოექცევა ჩარჩოში, რაიმე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კანონპროქტზე მიმდინარეობს მუშაობა და მსჯელობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენი მხრივ კი, მუნიციპალიტეტი მზადაა, გამოვყოთ თანხები, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი