დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს. ლიბერთის განვადებით სარგებლობისთვის საკმარისია შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.
ლიბერთი განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი - ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით. ,,ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ რომ წინაასახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ.“-სალომე სტურუა, ლიბერთის განვადებების განყოფილების უფროსი.
პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ: http://bit.ly/3OJAzAT
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.