ახლა ვიფიქროთ ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ იმისთვის, რომ გაამთლიანოს ქვეყანა
24-11-2015, 13:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც მოსალოდნელი იყო, სირიაში მიმდინარე სამხედრო–პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომლის მიმართებითაც მოსკოვსა და ანკარას საპირისპირო ინტერესები და დამოკიდებულება აქვთ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად იძაბება, რაც საშიშ ზღვარს მიუახლოვდა მას შემდეგ, როცა დღეს თურქებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს სირიის საზღვართან! მაგრამ, ეს სხვა თემაა და მის განხილვას ამ სტატიაში არ შეუდგები, მოდით ვისაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება აისახოს ჩვენზე რუსეთ–თურქეთის ეს უკომპრომისო გეოპოლიტიკური მეტოქეობა და სავარაუდოდ, როგორ სტრატეგიას და ტაქტიკას უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები!

 

 

ცნობილია, რომ რუსეთი ორიენტირებულია ევრაზიული კავშირის შექმნაზე და გაღიზიანებული უყურებს იგივე მცდელობას თურქეთის მხრიდან, რომელიც არ მალავს სურვილს, რომ აღადგინოს ოსმალეთის იმპერიის საზღვრები - ბენღაზიდან ბათუმამდე! აგრეთვე, თურქეთი ლამობს შექმნას ასეთივე ევრაზიური კავშირი თურქულენოვანი ქვეყნებისაგან, - აზერბაიჯანის და შუა აზიის სახელმწიფოების მონაწილეობით ("დიდი თურანის" თეორია). თურქულ-ევრაზიულ სივრცეში საქართველოც მოიაზრება, ისევე, როგორც რუსულ-ევრაზიულ სივრცეში. მათ შორის ფარული კონკურენცია მიმდინარეობს, თითქმის ყველა მიმართულებით, - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-რელიგიურ ასპექტებში და, რაც მთავარია, სამხედრო გავლენის მოსაპოვებლად, - ევრაზიული პროექტის საკუთარი ვარიანტის განსახორციელებლად!.. საქართველომ უნდა აირჩიოს სწორი სტრატეგია, რომ ორი უმთავრესი საკითხი გადაწყვიტოს, - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული ინტეგრაცია. მოდით ვნახოთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი რუსეთს და თურქეთს.

 


– რუსეთს, რომელსაც აღიარებული აქვს საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა", კარგად ესმის, რომ ამით ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში და ეს არის ძლიერი ბერკეტი რუსეთის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საქართველოსთან მიმართებაში, რათა საქართველო ვერ გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ, ამის შედეგად, ანუ ქართული რეგიონების ოკუპაციის გახანგრძლივების შემთხვევაში, საქართველო უფრო დაუახლოვდება ნატოს წევრ თურქეთს, ანუ თურქული ევრაზიული პროექტი შეიძლება თურქეთის სასარგებლოდ განვითარდეს, რაც, ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებში არ შედის.

 

 

– თურქეთი დაინტერესებულია საქართველოს ნატოში გაწევრებით და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგანაც მისი მთავარი კონკურენტის, რუსეთის პოზიციები კავკასიაში დასუსტდეს, რაც საშუალებას მისცემს ევრაზიული ინიციატივა "ხელში ჩაიგდოს", თანაც, დასავლეთი თურქეთის ამ მისწრაფებას მხარს დაუჭერს! საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთს "სინამდვილეში დიდად არ აღელვებს" ის, გახდება თუ არა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი (ევროკავშირში, თვითონ თურქეთს არ იღებენ!), მისი მთავარი ინტერესია, რომ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ნატოს "ქოლგის ქვეშ მოხვდეს", რომელიც დაექვემდებარება თურქეთში განლაგებული კავკასიის მიმართულების მთავარ სამეთაურო ხელმძღვანელობას!..

 

 


აი, ახლა ვიფიქროთ ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ იმისთვის, რომ გაამთლიანოს ქვეყანა, გაწევრდეს ევროსტრუქტურებში, ამის შედეგად კი, თავი დააღწიოს ნებისმიერ "გაფორმებულ თუ გაუფორმებელ" ევრაზიულ კავშირებს, რომლებსაც ღიად თუ ფარულად "გვაპარებენ" ჩრდილოეთიდან და სამხრეთ - დასავლეთიდან!.. ცნობილია, რომ რუსეთს დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში, თუნდაც ის, რომ ეთნიკური რუსი მოსახლება იქ თითქმის განახევრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს პროცესი გრძელდება და ამ რეგიონში ყოველდღიურად იზრდება აბორიგენი ხალხების პოლიტიკური აქტივობა, რომელიც "ისლამურ საბურველშია გახვეული" და ერთ–ერთი მთავარი მკვებავია ტერორისტული "ისლამური სახელმწიფოსი"!.. მოგეხსენებათ, რომ ამავდროულად ჩრდილოკავკასიელები თურქეთზე არიან ორიენტირებულნი. საქართველოს გამთლიანების საკითხთან მიმართებაში, იმ შემთხვევაში თუ კავკასიაში რუსების საზიანოდ დაირღვა გეოპოლიტიკური "ბალანსი", მეტიც, თუ რუსები მთლიანად გავლენ კავკასიიდან, მაშინ, როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს დაიჭერს ნატოს წევრი თურქეთი, - მუსლიმი ჩრდილოკავკასიელი ძმების (ვინც მხარს უჭერს აფხაზეთის "დამოუკიდებლობას"!), თუ მართლმადიდებელი ქართველების?! როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში დასავლეთი?! - ცნობისთვის, დასავლეთი ნატოს წევრი მართლმადიდებელი საბერძნეთის ინტერესებს უგულებელყოფს კვიპროსელ ბერძნებთან მიმართებაში და საქართველოსას გაითვალისწინებს?! კუნძულ კვიპროსზე (უკვე 40 წელია), ისევე როგორც კოსოვოში, მართლმადიდებელი ბერძნებისა და სერბების ეროვნული ინტერესები შეილახა! როგორ გგონიათ, კათოლიკურ-პროტესტანტულ-იუდეური ევროპა თავისი უსაფრთხოების საზიანოდ მართლმადიდებელი საქართველოს ინტერესებს დააყენებს წინ, თუ ევროპის მძლავრი მოკავშირის და ნატოს საყრდენის მთელს მუსლიმურ სამყაროში, - 80 მილიონიანი თურქეთის რესპუბლიკის?!.. ამ კითხვებზე, პასუხია გასაცემი!

 

 

განვიხილოთ ასეთი ვარიანტიც, საქმე ის არის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის აღიარებამ" და იქ სამხედრო ბაზების დისლოცირებამ, შეიძლება ხელი ვერ შეუშალოს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ინტეგრირებას ნატოში, მით უმეტეს, თუ საქართველომ რუსეთის შეურიგებელი პოზიციის გამო, იმედი დაკარგა ამ რეგიონების დაბრუნებისა. ამ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი) გამავალი ყველა სტრატეგიული კომუნიკაცია (ნავთობსადენი, გაზსადენი, სატრანსპორტო მაგისტრალები) თურქეთისა და ნატოს კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება... პლუს ამას, რუსებს კარგად ესმით უკვე, რომ დროთა განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის და განსაკუთრებით, აფხაზეთის "დამოუკიდებელი" არსებობა "მისაბაძ მაგალითად" იქცევა ჩრდილო კავკასიელებისათვის!.. ასევე, ყარაბაღთან მიმართებაში იგივე სტრატეგია შეიძლება აირჩიოს აზერბაიჯანმა, რომელიც თურქული-ევრაზიული კავშირის პროექტის რეალიზებით დაინტერესებულია. მოკლედ, შესაძლებელია ასეთი სცენარიც, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ტერიტორიული დანაკარგებით, მაგრამ, მთლიანად განთავისუფლდნენ რუსეთის გავლენისგან და მოექცნენ "დასავლეთის", რეალურად კი, თურქეთის გავლენის სფეროში!..

 


მოვლენების ასეთი განვითარება აზერბაიჯანისთვის ალბათ მისაღებია, იმ იმედით, რომ მომავალში თურქული ევრაზიული კავშირის დახმარებით, სადაც დომინანტები იქნებიან მოძმე თურქულენოვანი სახელმწიფოები, შეძლებს ყარაბაღის საკითხის "მოგვარებას მიუბრუნდეს"... მაგრამ, რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის?! დარწმუნებული ვარ, რომ არა, ეს არ აწყობს არც რუსეთს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, მხოლოდ სოხუმის და ცხინვალის "ამარად რჩება". აგრეთვე, სომხეთის, რომელიც რუსეთის "საპატრონოა", რადგანაც იგი მთლიანად რუსულ "თამაშს თამაშობს", ვინაიდან სხვა თამაში არ გააჩნია...

 


ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ასეთი პერსპექტივა აბსოლუტურად მიუღებელია! ამიტომ, ჩემი აზრით, საქართველომ სრული დისტანცირება უნდა მოახდინოს ორივე, რუსული და თურქული ევრაზიული კავშირების პროექტებისაგან! საქართველოს, ამ ეტაპზე (რუსული ოკუპაცია) არა აქვს არანაირი შანსი, რომ მან ერთდროულად მოახერხოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატოში გაწევრებაც!.. დიახ, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ფარული და მზარდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება, საქართველომ უნდა მოახერხოს და სათავისოდ გამოიყენოს, გონიერი და პრაგმატული სტრატეგიის წყალობით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ დასავლეთის მედიატორობის მეშვეობით შევძლოთ ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 38
#38   Romaine
      
References:


Casinobonus lukovich.ru
დღეს, 17:31
#37   Isis
      
References:


The casino winner a-taxi.com.ua
დღეს, 16:03
#36   Geraldo
      
References:


Wheel of fortune rules https://g.clicgo.ru/
დღეს, 15:41
#35   Ginger
      
დღეს, 12:30
#34   Raymundo
      
References:


Slots machines https://truckwiki.site
დღეს, 12:01
#33   Tammy
      
References:


Usa online casino https://molchanovonews.ru/
დღეს, 11:34
#32   Joni
      
References:


Instant Casino Bonus ohne Einzahlung

References:
https://pads.zapf.in/s/dOyh8MkI2m
დღეს, 09:09
#31   Kina
      
References:


Burswood casino perth http://amur.1gb.ua/user/frontharp65/
3 ივნისი 2026 00:22
#30   Amelia
      
2 ივნისი 2026 22:18
#29   Maurine
      
References:


Hollywood casino aurora https://earthwiki.space/
2 ივნისი 2026 17:56
#28   Benny
      
31 მაი 2026 05:18
#27   Lilliana
      
31 მაი 2026 02:36
#26   Santiago
      
31 მაი 2026 02:21
#25   Oscar
      
References:


Hard rock casino hollywood florida http://madk-auto.ru/user/swordbass6
24 მაი 2026 11:50
#24   Percy
      
References:


Wild jack casino https://fkwiki.win/
24 მაი 2026 11:35
#23   Ramona
      
References:


Betting odds explained https://www.instapaper.com/
24 მაი 2026 11:11
#22   Winfred
      
References:


Wind creek casino montgomery bridgedesign.site
24 მაი 2026 03:12
#21   Wyatt
      
References:


Download casino xtuml.org
24 მაი 2026 02:34
#20   Xavier
      
References:


Indianapolis casino https://bridgedesign.space/
24 მაი 2026 02:15
#19   Brianne
      
References:


Maryland casinos intensedebate.com
23 მაი 2026 22:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი