სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე 48 ტონა ირანული წარმოშობის პროდუქტის გაყიდვით ერთ-ერთი კომპანია იყო დაკავებული.
ვაგზალის მოედანზე ერთ-ერთ მაღაზიაში კომპანია "სოლტ ლაინ ჯორჯიას" წარმომადგენელმა ფირები ფარულად გადაიღო, სადაც ჩანს, როგორ აფასოებენ და გასაყიდად ამზადებენ საკვებ მარილს.
მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემდეგ, პროდუქცია ექსპერტიზაზე უკრაინის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაგზავნეს, სადაც დადგინდა, რომ მარილი დიდი ოდენობით ტყვიას, ვერცხლისწყალს და დარიშხანს შეიცავდა.
მომხმარებელთა უფლებების დამცველთა და მარილის იმპორტიორთა ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ბაზრებსა და სუპერმარკეტებში დიდი ოდენობით ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველი მარილი დღესაც იყიდება და მონიტორინგის გაგრძელებაა აუცილებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.