კრწანისის რაიონის გამგებელმა 2022 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა
02-12-2022, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

 

2022 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 6 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 10 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 25 150 კვ.მ. ფართობზე - ჯამში, 113 მისამართზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდააბანოს ქუჩა N23-ში მდებარე კულტურული ძეგლის რეაბილიტაციაც.

 


პრეზენტაციაზე კრწანისის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

 

„მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, შესრულდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროექტები; ჩავატარეთ საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს დავეხმარეთ, მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომლებიც სამეზობლოს აწუხებდა.

 

მომავალ წელს გვაქვს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი და ბუნებრივია გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

 

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი