ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში ქ.თბილისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის
დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების
საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება
დაათვალიერეს.
ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და
სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების
შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის
პოპულარიზაცია წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.