საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, კობა იმედაშვილის გარდაცვალების გამო.
„ბატონი კობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ლიტერატურის სფეროში ჩაკეტილი პიროვნება. ის ყოველთვის მძაფრად განიცდიდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მათ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში განიხილავდა.
ცნობილი და მრავლისმთქმელი ფაქტია: როცა ის სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, დასახელებულ დარგთა წარმომადგენლები ასე მოიხსენიებდნენ: „ჩვენი კაცი მთავრობაში“...
ბატონი კობა დიდი იოსებ იმედაშვილის შთამომავალი იყო, რაც მის საქმიანობასა და პიროვნულ კულტურას ტვიფარივით აჩნდა. და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბიოგრაფიის აღწერა და წიგნების მშრალი ჩამონათვალი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონი კობა იმედაშვილის ღვაწლსა და სახელს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.