"პატრიოტთა ალიანსმა" შიმშილობის აქცია შეწყვიტა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ირმა ინაშვილი მომავალი წლის გაზაფხუზე შიმშილობისა და საპროტესტო აქციების მორიგ ტალღას აანონსებს. "პატრიოტთა ალიანსის" მიერ შიმშილობის აქციის შეწყვეტას წინ უძღოდა ირმა ინაშვილისა და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეხვედრა.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდებოდა და უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლას. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება საგარეჯოს არჩევნების მაგალითს აღარ გაიმეორებს და 2016 წლის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ აღვკვეთთ ვერც შიმშილობას, ვერც საპროტესტო აქციებს, რაც გაზაფხულიდან აუცილებლად დაიწყება", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებს, ინაშვილის განმარტებით, ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული რესურსები შეიზღუდება, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გარკვეული სახის სანქციები შეეხებათ.
ასევე, ინაშვილი ცვლილებით ითხოვს, რომ ცესკოში "პატრიოტთა ალიანსს" წარმომადგენლობა ჰყავდეს. "ცვლილების მიხედვით, ვერც ერთი გამგებელი, მერი, პოლიციის უფროსი ვეღარ მოახერხებს არჩევნებში პირდაპირ ჩარევას, ამომრჩეველზე ზეწოლას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. არის კიდევ სხვა ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტში განვიხილავთ", - აცხადებს ირმა ინაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.