აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელია.
„უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო და დღეს, მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.