საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის დელეგაციას უმასპინძლა
05-12-2022, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, ელჩ სანდრა მაკკარდელს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანადასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის განმტკიცების კუთხით.

 

 

მხარეებმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს, მათ შორის მრავალეროვნულ სწავლება Maple Arch-ზე, რომელსაც მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს და საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა. შეხვედრაზე აღინიშნა 2023 წელს სამხედრო სწავლების საქართველოში უკვე მეორედ ჩატარების მნიშვნელობა.

 


ლელა ჩიქოვანმა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა კანადის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

 


შეხვედრას კანადის ელჩი საქართველოში ჯამალ ქოქარი და კანადის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი კევინ გილჰული დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი