ქალაქ ახალქალაქში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 70 სპორტსმენი. ორთაბრძოლა გაიმართა თავისუფალი ჭიდაობის თორმეტ სხვადასხვა კატეგორიაში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით, თასებითა და სხვადსხვა პრიზებით.
აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურმა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.