სალომე ზურაბიშვილი: არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს... „ჩემი საზღვარი ჩემია“, „შენი საზღვარი შენი უნდა იყოს“ და „შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“
05-12-2022, 20:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიოტრიბზე თავისი ძალები განალაგოს, ან და ექსპანსიას და რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს ამ ომის ის შედეგია, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, [რუსეთის გრძნობებს კი არ უნდა გაუფრთხილდეს] არამედ ყველა იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც ამდენი ხანია რუსეთის ირგვლივ მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიღეეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია - „ჩემი საზღვარი ჩემია“, „შენი საზღვარი შენი უნდა იყოს“ და „შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


„ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი მე ვარ ჩვენი მასპინძლობისათვის და ჩვენი უკვე მერამდენე შეხვედრის შესაძლებლობისათვის. პოლონეთში ვიზიტად 2019 წელს ვიყავი, შემდეგ, 2021 წელს, თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება, რამეთუ ჩვენთვის დღეს, მართლაც, ურთულესი პერიოდია, არა მხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისა და მთლიანად ევროპისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც.


10 თვეა უკვე, რაც (კიდევ ერთხელ) რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და გამოავლინა თავისი ექსპანსიური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე; 10 თვეა, რაც უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ეს სასტიკი და უსამართლო ომი მიმდინარეობს; ამ 10 თვეში უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა და მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა რას ნიშნავს თავისი ქვეყნის დაცვა, გვაჩვენა რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოს, როგორც ამ სივრცის ნაწილის, თავისუფლების დაცვა; რას ნიშნავს ის, როცა მთელი საზოგადოება გაერთიანებულია. მე ამას ვამბობ საქართველოსთვის. უკრაინა არის მაგალითი, რომ - როცა ქვეყანა ერთიანია, როცა პოლარიზაცია და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს, გვერდზეა გადადებული, მაშინ ქვეყანა ძლიერია, მაშინ შეიძლება ყველაფერს გაუძლოს და მართლაც, ყველაფერდ უძლებს.


ამ წუთებშიც, უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, ძლიერი იერიშები ხორციელდება, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს, გაუძლებს თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რადგან ერთიანია და თავისი ქვეყნისა და სამართლისთვის იბრძვის.


მინდა აქვე აღვნიშნო და პრეზიდენტს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოთქვა - მე აქ წარმოვადგენ... ჩემს მიერ დაფიქსირებული ყველა პოზიცია არა ჩემი პირადი, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიციაა: საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 წელს, 1992 წელს გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი ერთია და ამიტომ სრულად, მთლიანი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის მიმართ სოლიდარული, რომ საქართველომ, თავისი შესაძლებლობის ფარგელბში, არ შეიძლება არ დაუჭიროს მხარი უკრაინას. ახლა ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეკონომიკურად და სოციალურად მთელი საზოგადოება [არ უჭერს მხარს უკრაინას]. მე მინდა ყველამ ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს და თბილისის ქუჩებში საქართველოს სოლიდარობა.


მინდა, დღეს, ეს ტრიბუნა გამოვიყენო და პატივი მივაგო იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც თავიანთი ნებითა და თავდადებით ჩართულნი არიან ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება.


მინდა ვთქვა, რომ დღეს ეს ბრძოლა, ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა, როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ, სხვანაირად არ ხდება, ისტორიულად, მოვა დრო, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც საქართველოს პირობებში და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იყო დაშვებული. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიოტრიბზე თავისი ძალები განალაგოს, ან და ექსპანსიას და რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს ამ ომის ის შედეგია, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, [რუსეთის გრძნობებს კი არ უნდა გაუფრთხილდეს] არამედ ყველა იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც ამდენი ხანია რუსეთის ირგვლივ მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიღეეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია - „ჩემი საზღვარი ჩემია“, „შენი საზღვარი შენი უნდა იყოს“ და „შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“.


ჩვენ მადლიერები ვართ და ვიცით, რომ არა უკრაინის ბროძლა, არ იქნებოდა ასე დაჩქარებული ჩვენი, უკრიანის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისათვის მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა.


საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა ერქვა და ის დისკუსია - იყო თუ არა საქართველო ევროპა - დამთავრებულია! ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა!


შემდეგი ეტაპი ის სტატუსია, რაც სამწუხროდ, პირველ ეტაპზე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ვერ მივიღეთ. ამის სხვადასხვაგვარი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცით, რომ ამ შემთვევაშიც შეგვიძლია ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, ისევე როგორც მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში, რაც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას შეეხება. ეს ჩვენი მოსახლეობის 80% -ის სურვილია. ამ ბოლო, 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის ეს რაოდენობა არ შეცვლილა და ჩვენ ამ გზას განვაგრძობთ და ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც დაგვიჭერს მხარს.


მინდა, საქართველოს მადლიერება გამოვხატო და აღვნიშნო, რომ არამხოლოდ ბოლო, 30 წელში, არამედ ბოლო ორ საუკუნეში პოლონეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო. მაგალითად, 1921 წელს სტამბულიდან წამოიყვანა და აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო ის ოფიცრები, რომლებიც სწორედ იმდროინდელ რუსულ აგრესიას და რუსულ ოკუპაციას გამოექცნენ. ეს ჩვენი, ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორიაა და ეს არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს და დარწმუნეული ვარ ერთიან მომავალ ევროპაში.


პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთი და სწორად შეაფასა მომავლისთვის იმდროინდელი საფრთხე, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღეს, პოლონეთი ჩვენს გვერდით დგას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პოლონელია და ამ მისიაში 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს. ვიცით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივა იყო, მხარს უჭერდა ასოცირებას და ასოცირების ტრიოს, ვიცით, რომ პოლონეთი ხვალაც, ევროინტეგრაციის, ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მთავარი მეგობარი, ხელმშემწყობი და მხარდამჭერი იქნება.


მინდა, კიდევ ერთხელ, ყველაფრისთვის ჩვენი მადლიერება გამოვხატო და გამოვთქვა ჩვენი ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით ევროკავშირის, ამ გაერთიანების სრულყოფილი წევრი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის. ამის იმედი გქონდეთ ბატონო პრეზიდენტო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი