მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 2 130 434 (ორი მილიონ ას ოცდაათი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი.
საავტომობილო გზა იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 101-ე კილომეტრის მიმდებარედ და გრძელდება ჩრდილოდასავლეთით სოფ.ფარის მიმართულებით, სადაც გაივლის სოფ.ლამხერს და სოფ.ზაგარის მიმდებარე ტერიტორიას.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2000 მეტრია, ხოლო სიგანე 4,5 მ. პროექტის მიხედვით შენარჩუნებულია არსებული გზის გეგმის გეომეტრიული პარამეტრები და გზის ღერძი ემთხვევა არსებული გზის ღერძს.
ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მიწის ვაკისის დამუშავების შემდეგ გზის ქვედა ფენაზე მოეწყობა 25 სმ-იანი ქვიშა-ხრეშოვანი ფენა და დაიგება 16 სმ-იანი არმირებული ცემენტბეტონის საფარი. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის განხორციელება უმნიშვნელოვანესია სოფელი ფარის მოსახლეობისთვის, რადგან წვიმების დროს, მოლიპული გრუნტის გზა საფრთხეს უქმნიდა გზაზე მოძრავ ავტომობილებს.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT220019527) გამარჯვებული კომპანია „თავადი-I“ ასრულებს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.