რომში სამუშაო ვიზიტად მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს - PortaMetronia-ს ეწვია, სადაც რომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებს და მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკას გაეცნო.
რომის მეტროპოლიტენის მესამე, ე.წ. „მწვანე ხაზი“ ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კვეთს და უნიკალური მახასიათებლები აქვს, რადგან მისი მარშრუტი რომის ისტორიული და კულტურული ღირებულებებით გამორჩეულ არეალზე გადის.
მშენებარე PortaMetronia, მოქმედ SanGiovanni(სან ჯოვანი)-სთან ერთად, ე.წ. „არქეოლოგიური სადგურების“ პირველ მაგალითს წარმოადგენს, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები იქნება წარმოდგენილი და მოქალაქეებს, მეტროთი გადაადგილებისას, ერთგვარად, დროში მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. პროექტი 25,5 კმ-ზეა გათვლილი და მისი ღირებულება 3 მილიარდ 28 მილიონი ევროა.
კახა კალაძესთან ერთად, რომის მშენებარე მეტროსადგური მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.