„ახალი მედია არტ-თბილისის“ მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროექტებს წარადგენენ
06-12-2022, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

6 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“,კონკურსის- „ახალი მედია არტ-თბილისი“ მონაწილეების იდეა-პროექტების წარდგენა გაიმართება.

 


მონაწილეები წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩნენ. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შეხვედრები გაიმართა, სადაც მედიახელოვნების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებზე იმსჯელეს.დასკვნით ღონისძიებაზე შერჩეული კონკურსანტების იდეა-პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა, რომელთაგან სპეციალური ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

 


პროექტის მიზანია, მედია ხელოვნების მიმართულებით საინტერესო და ექსპერიმენტული იდეების წარმოჩენა, ინოვაციური მულტიმედიური პროექტების გამოვლენა, ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი ინიციატივების დანერგვა.

 


„ახალი მედია არტ-თბილისი“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის - „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

 


მისამართი: მ. ბერძენიშვილის ქ. N1

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი