თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება.სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.
კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექკონფერენციაზე წარმოდგენილი არიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა (სრული სია: https://touch.ge/summit/speakers).
TOUCH22-ის მთავარი თემებია: Tesla AI-ზე დაკვირვება; კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება; ფოკუსი დესტრუქციებზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?; მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექცტიური მეხსიერების ძალა; Human Machine Interface - წარსული, აწმყო, მომავალი; ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები; მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა; Fast and Furious - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?; ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში; საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს; Reverse Engineering-ის გაცნობა and iOS სისტემის უსაფრთხოება; მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია; კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში; Oops-My Office is Goneბედნიერება სამსახურში; Design Thinking - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია; Behavioral Science - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში.
Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი.
ღონისძიების სრული პროგრამა იხილეთ ამ ბმულზე: https://touch.ge/summit/agenda.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: natia@touch.ge, 593624624
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.