ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა შეხვედრა გამართა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განიხილეს წლის განმავლობაში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. საუბარი ასევე შეეხო მომდევნო წლისთვის დაგეგმილ და განსახორციელებელ აქტუალურ თემებს, 2023 წლის საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.
ქალაქის საახალწლოდ მოსართავად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და სამზადისი სრული დატვირთვით დაიწყება.
2023 წლის საზეიმო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც დაასრულებს გალა კონცერთი ესტრადის მოწვეული ვარსკვლავების მონაწილეობით.
აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დამსწრეთა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მერმა მელქონ მაკარიანმა და მერის მოადგილეებმა. შეხვედრას ესწრებოდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სამველ მანუკიანი.
აღინიშნა, რომ შეხვედრაზე წამოწეული საკითხები და ინიციატივები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, როგორც წინასაახალწლო პროექტების სამოქმედო გეგმაში, ასევე მუნიციპალიტეტის სამომავლო დღის წესრიგში.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.