სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
როგორც პრეზენტაციაზე კახა სამხარაძემ აღნიშნა, 2022 წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 85 723 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 7 205 000 ლარი გამოიყო. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ რეაბილიტირებულა; მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები,ფიტნეს ზონები, კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა საცხოვრებელ კორპუსებსსხვადასხვა მისამართზე. 14 მისამართზე მოეწყო/რეაბილიტირდა მიწისქვეშაკომუნიკაციები.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო და რეაბილიტირდათანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 9 სპორტული მოედანი;„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში, 250 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა 4 ავარიულისაცხოვრებელი სახლი;
69 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 30 მისამართზე ჩატარდა; რეაბილიტირდა და განახლდა 43 ლიფტი.
ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა ტიპისკულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორისრაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 36 019 045 ლარი დაიხარჯა.
პრეზენტაციას თბილისის მთავრობის წევრები, დედაქალაქის საკრებულოსწარმომადგენლები და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.