სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შურდული 2022“ დაიწყო
07-12-2022, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად
ატარებს. სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
„არმიჰოლში“ გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა,
ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ
სამობილიზაციო სწავლება „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის
პროფესიული და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, რეზერვისტების თავდაცვის
ძალებში ინტეგრირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის კიდევ უფრო განვითარებას
შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სწავლების სპეციფიკის შესახებ
პრეზენტაციაც წარუდგინეს.

 

 

„შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის,
ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ
ერთობლივად დაგეგმეს. მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. 5-
დღიანი სწავლება საქართველოს მასშტაბით 9 ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით
ვითარდება. სამობილიზაციო სწავლებაში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების
რეზერვისტები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ.
სწავლების დასკვნითი ფაზა ამოცანათა შესრულების განხილვას ითვალისწინებს.
„შურდული 2022“ მიზნად ისახავს: საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული
გვარდიის შტაბისა და რეზერვისტთა მომზადების ცენტრების სტანდარტული ოპერატიული
პროცედურების დახვეწას; თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას და საბრძოლო დანაკარგების
შევსების პროცედურების გაუმჯობესებას; ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის
გაღრმავებას.

 

 

სწავლების გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის
ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი