საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს მშვიდობისათვის" - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დავით თევზაძე წერს.
"დღეს ოფიციალურად ჩამბარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა. ამით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "საქართველოს მშვიდობისათვის" ფორმირების ეს ეტაპი დასრულდა. ოფიციალურად პარტია ვართ და მე მისი თავმჯდომარე. წინ მეორე ეტაპი, თავზე აღებული პასუხისმგებლობის ტვირთი და ქართული პოლიტიკური ლაბირინთია. არც შეცდომის და არც უკან დახევის უფლება აღარა მაქვს. მე თავად ავირჩიე ეს გზა და საკუთარ არჩევანზე თავადვე ვაგებ პასუხს ღმერთისა და თქვენს წინაშე. იმედი მაქვს, მარტო არ დამტოვებთ.
მადდლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის თანამშრომლებს და მათ ამჟამინდელ უფროსს ქ-ნ თამარ ბერაიას კეთილგანწყობისა და ხარისხიანი და წესიერად შესრულებული სამუშაოსათვის", წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.