ნინოწმინდაში, სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
07-12-2022, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერმა ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 


ოცდათოთხმეტი წლის წინ ამ დღეს სპიტაკის მიწისძვრა მოხდა. 1988 წლის 7 დეკემბერს, 11:41 საათზე სომხეთი შეძრა სპიტაკის დამანგრეველმა მიწისძვრამ. მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა ლენინაკანი (ახლანდელი გიუმრი), სპიტაკი, სტეპანავანი, კიროვაკანი, მთელი რიგი დასახლებები და სოფლები.

 

 

მსხვერპლთა რაოდენობამ 2500-ს მიაღწია, მათ შორის გიუმრი 17000, სპიტაკი 4000, ვანაძორი 1200, ახურიანი 500, სტეპანავანი 125.

 


ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 45 000 ადამიანი, 12 500 ჰოსპიტალიზირებულ იქნა. სტიქიის ზონიდან 120 000 ადამიანი (ქალები, მოხუცები და ბავშვები) ევაკუირებული იქნა, მათგან 75 000 სომხეთის ფარგლებს გარეთ, სსრკ-ის სანატორიუმებში.

 

 

პირდაპირი მატერიალური ზარალის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იყო․

 

 

საქართველო, განსაკუთრებით ნინოწმინდის რეგიონი, მიწისძვრით დაზარალებული ხალხის გვერდით ბოლომდე იდგა, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიული მხარდაჭერით.

 

 

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი