ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ
07-12-2022, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო იყო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ეს დახმარება გაგრძელდება.

 

„თქვენი კითხვა იყო უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ეს საშინელი ომი, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, ერი გავერთიანდით, მთავრობასთან ერთად ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა და ჩვენ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. ჩვენ, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. იცით, რომ მანამდე ჩვენ აქ ასევე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს, ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. ისეთი მაგალითად როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება, უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში აქ, რომელიც ჩვენ გავხსენით.

 

რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და რა თქმა უნდა ამ დახმარებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. დანარჩენი რაც შეეხება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდი, მმართველი გუნდი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი ხალხის წინაშე, თქვენს წინაშე მათ შორის,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი