ავღანეთში "თალიბებმა" მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მათ ბორტზე მყოფი 3 ადამიანი მოკლეს, 18 ადამიანი კი, მათ შორის მოლდოვას 3 მოქალაქე, დაატყვევეს. "თალიბებმა" უკვე განაცხადეს, რომ შესაძლოა, ტყვეები სიკვდილით დასაჯონ.
"დოიჩე ველე"-ს ინფორმაციით, ვერტმფრენი გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბალანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, პროვინცია ფარიაბში ჩამოაგდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.