ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს
07-12-2022, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო ორი დღეა, მე მინდა, საზოგადებას განვუმარტო და მათ შორის ყველას, ვინც შესაძლოა უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის, მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით, მე ვთქვი, რომ სახელწმიფოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.

 

„მე მინდა ვთხოვო ყველას მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მითუმეტეს განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, მე ვიყავი შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ თან. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პატივისცემა, ყურადღება ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი, ასევე ვეტერანების და ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მე ამას ისე არ ვამბობ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი