ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს დიდი სიცრუეა
07-12-2022, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეორე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან.

 

 

„მე ვთქვი შემდეგი - უნდა გაიმიჯნოს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სრულიად ცხადად იქნას გაგებული, უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით, არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან. მე სიმართლეს, ფაქტს გეუბნებით. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, ამ იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე რა თქმა უნდა არ მითქვამს რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, თუ ორგანიზებული ნაცმოძრაობის და ომის პარტიის მიერ, მე ვთქვი შემდეგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არის კატეგორია რამდენიმე ადამიანი, თუ შეიძლება ათეული იყოს, დიახაც, ვიმეორებ კიდევ ერთხელ სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა მერე სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ამის მტკიცებულებებია. მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებულნი პირდაპირ, ზოგიერთი მათგანი არის დღესაც მოქმედი პარტიის წევრი,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ჯანმრთელობა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

 

 

სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დაღუპული სამხედროების მისამართით გამოყენებული ტერმინი „საწყალი“ მისი გულწრფელი ემოცია იყო, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს და ამის გამო კრიტიკა გაუგებარია.

 

 

"მე მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში ომობენ, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდად დაბრუნება თავის ოჯახებში, ჩვენთან, საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი გულწრფელი სურვილი“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მან უკრაინაში მებრძოლ მამულაშვილსაც მიმართა:

 

 

„მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის ქართული ლეგიონის წევრი, მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტი წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, რომ თუ ადამიანი ომობ, და მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მითუმეტეს რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებები მოვისმინე და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ, რა სტილია. მე პატივისცემაზე არ გეუბნებით. მე გეუბნებით, რომ ეს არის ფაქტი, ფაქტებს გეუბნებით. მე რაც ვთქვი, რომ ომის პარტიის წევრები არიან და მათ მიერ არის ორგანიზებული. რამდენიმე ადამიანი, არ ვიცი ეხლა რამდენია, ალბათ არის ამის თაობაზე ინფორმაცია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავისი შეგნებით და მრწამსით წავიდნენ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი