იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.
პროექტის მიზანია, დაბა მესტიაში და მიმდებარე სოფლებში გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. გრანტის მოცულობა: 72,600 დოლარი.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, იაპონური გრანტი შესაძლებელს გახდის დაბა მესტიაში და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში 2023 წლიდან ამოქმედდეს პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და მესტიის სტუმრებს. იაპონიის საელჩოს გრანტის მოცულობა 72,600 აშშ დოლარია. პროექტს თანადაფინანსებას გაუწევს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.