საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ერვე ლადსუს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა იმნაძეც ესწრებოდა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე და მათ შორის გაეროს სამშვიდობო მისიების ფორმატში. სულ რამდენიმე კვირის წინ გაეროს მისიას გენერალი ჩაჩიბაია შეუერთდა, რომელიც უკვე ავღანეთში იმყოფება და ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა ამ ორგანიზაციაში. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ძალიან გამოცდილი სამხედროები გვყავს, არა მხოლოდ გენერლები, მათ შორის პოლკოვნიკებიც და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა, კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოწვევით სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა, კონკრეტული დაპირება მისცა გაეროს და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაეროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად მირიან ფოფხაძე წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.